შეფასების კრიტერიუმები

მუხლი15.   მოსწავლის  შეფასების  სისტემა

მუხლი 15. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები
1.    მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
2.      სასკოლო საათობრივ ბადეში უნდა აღინიშნოს როგორც სავალდებულო და არჩევითი საგნები, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის მე-12 მუხლით განსაზღვრული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).
3.    მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.).
4.    მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს, რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.



მუხლი 16. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება
1.    სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2.    განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
3.    განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
4.    განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა


განმავითარებელი
განმსაზღვრელი
მიზანი
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
შეფასების საგანი
სწავლის პროცესი

სწავლის შედეგი
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და  სხვ.
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ    ნორმასთან მიმართებაში)
შეფასების საშუალებები
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.
ქულა

                                       
                                                                                                                               
ქულები
შეფასების  დონეები
10
მაღალი
9
8
საშუალოზე მაღალი
7
6
საშუალო
5
4
საშუალოზე დაბალი
3
2
დაბალი
1








შეფასების კომპონენტები  მათემატიკაში

1) საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები
1.       მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება;
2.       კავშირებისა და მიმართებების დადგენა;
3.       მათემატიკური ობიექტების წარმოდგენა და მათემატიკური ენის ფლობა;
4.       მსჯელობა - დასაბუთება;
5.       ამოცანის ჩამოყალიბება;
6.       მოდელირება;
7.       ამოცანის ამოხსნის გზა და მისი რეალიზება;
8.       გამოთვლები;
9.       დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.




 შეფასების ზოგადი რუბრიკა ტექსტური ამოცანისათვის (წერითი დავალება)
·         ამოცანის მონაცემების ორგანიზება;
·         ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა;
·         ამოხსნის გზის მოძებნა;
·         ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება.


კონკრეტული რუბრიკის ნიმუში
ტექსტური ამოცანა, რომლის ამოხსნა მოითხოვს განტოლების შედგენას და ამოხსნას
საფეხურები
ქულა
ამოცანის მონაცემების ორგანიზება

ამოხსნისათვის საჭირო მონაცემების ამოკრეფა ამოცანის ტექსტიდან
0 - 1
მონაცემების ორგანიზება და ისეთი ხერხით ჩაწერა, რომელიც აადვილებს ამოხსნის გზის მოძებნას
0 - 1
ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა

საძიებელი სიდიდეების გამოყოფა
0 - 1
საძიებელი სიდიდეებისათვის ასოითი აღნიშვნების შემოღება
0 - 1
მათემატიკური ობიექტებისა და პროცედურებისათვის სწორი აღნიშვნების გამოყენება (მაგალითად: ფუნქციის, ალგებრული მოქმედების)
0 - 1
ამოხსნის გზის მოძებნა

განტოლების შედგენის წინმსწრები მსჯელობა
0 - 1
განტოლების შედგენა
0 – 1
ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება

განტოლების ამოხსნის ხერხის მოძებნა
0 - 1
განტოლების ამოხსნა და პასუხის მიღება
0 – 1 - 2


Комментариев нет:

Отправить комментарий